საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები აისახება ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნაში.
2. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
3. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა დადებითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს.
4. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა უარყოფითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად არ ასრულებს/ვერ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს ან მხარდაჭერის გაწევისას შეინიშნება გარკვეული ხარვეზები და აუცილებელია ამ კოდექსის 1305 5 მუხლით დადგენილი წესით რეაგირება.
5. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნის თაობაზე ინფორმაცია შეიტანება ამ კოდექსის 1305 6 მუხლში აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი