საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 1507^1. მეურვეობისა და მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანო გარდამავალ პერიოდში
1. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს 2009 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულების (ორგანიზაციის), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების ნაცვლად ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები.
2. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წესს 2009 წლის 1 იანვრამდე ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისი დამტკიცება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს არა უგვიანეს 2008 წლის 15 ივნისისა. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
