საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 415. დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. კარი მეხუთე მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
