საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 49^4. სეკიურიტიზაციის განყოფილება
1. სეკიურიტიზაციის განყოფილება არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის ფონდის ან სეკიურიტიზაციის კომპანიის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის განყოფილება იურიდიული პირი არ არის.
2. სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია.
3. სეკიურიტიზაციის კომპანიის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს სეკიურიტიზაციის კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი სეკიურიტიზაციის კომპანიამ დანიშნა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
