ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.აქტივების მმართველი კომპანიისთვის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ამ კანონის შესაბამისად, იმ პირობით, რომ სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში იგი სხვა აქტივების მმართველი კომპანიით ჩანაცვლდება; ბ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის წარმოების დაწყება; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.
3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მართვის უფლებამოსილება, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან მის ინვესტორებს. თავი III. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ შეტყობინება. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.