საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან – 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის , ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე.
2. თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.
3. შესრულებისას გადაცემული საგნის დაღუპვის ან გაფუჭებისათვის მიმღები მოვალეა აანაზღაუროს ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. მიმღებს შეუძლია მოითხოვოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების წესების მიხედვით იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია შესრულების საგანთან დაკავშირებით. აუცილებლის გარდა, სხვა ხარჯები არ ანაზღაურდება.
4. ვადის გადაცილებისათვის მოვალის პასუხისმგებლობაზე ეს წესები არ ვრცელდება.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი