1.ქონებას ყადაღა ედება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე.
2.ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღა უქმდება.
3.ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „თ“–„მ“ ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, მოსამართლეს ან სასამართლოს უფლება აქვს გააგრძელოს ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 30 დღით.
4.სამოქალაქო სარჩელის გამოხმობის ან ქონებაზე ყადაღის დადების სხვა საფუძვლების მოსპობის შემთხვევაში ეს ღონისძიება შეიძლება გააუქმოს მოსამართლემ პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით, ანდა საქმის განმხილველმა სასამართლომ თავისი განჩინებით.
5.გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალდებულის ქონების მიმართ გამოყენებული ყადაღის დადების ღონისძიება უქმდება აგრეთვე პროკურორის დადგენილებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
6.სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს განაჩენის გაუქმებისა და ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შემთხვევაში უფლება აქვთ არ გააუქმონ ბრალდებულის ქონებაზე ყადაღა, ხოლო განაჩენის უცვლელად დატოვების შემთხვევაში – გასცენ განკარგულება ყადაღის შენარჩუნების შესახებ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94



