საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 219. რეაბილიტაციის საფუძვლები
1. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს ან ბრალდებულს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა.
2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით.
3. რეაბილიტირებულ უნდა იქნეს აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც ხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და დევნა შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი საფუძვლით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
