საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 250. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გამოძახება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც კანონიერი წარმომადგენელი.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფნის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ შუამდგომლობა ამ პირების გამოძახების შესახებ უარყოფილია, მათი გამოძახების ხარჯები ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც შეიტანა შუამდგომლობა.
3. საგამოძიებო მოქმედებასა და სასამართლოში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოდან კონკრეტული პირების გამოძახების შესახებ თხოვნა იგზავნება 248-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ასეთი თხოვნა იმავდროულად შეიძლება გაეგზავნოს გამოსაძახებელ პირებსაც.
4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1284 - სსმ I, №11, 24.06.2009წ., მუხ.45
