1.გამომძიებელი ან პროკურორი ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადგენს ოქმს, რომელშიც აღწერს თვით ნიმუშს, მის ასაღებად განხორციელებულ ყველა მოქმედებას, აგრეთვე გამოყენებულ მეცნიერულ-ტექნიკურ მეთოდებსა და საშუალებებს იმ თანამიმდევრობით, როგორითაც სრულდებოდა ეს მოქმედებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
