საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 289. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთათვის უფლებების განმარტებისა და უზრუნველყოფის სავალდებულოობა
გამომძიებელი ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათს წარმომადგენლებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე სხვა პირებს განუმარტოს მათი უფლებები და უზრუნველყოს ამ უფლებათა განხორციელების შესაძლებლობა. ამავე დროს მათ უნდა განუმარტონ, თუ რა მოვალეობა ეკისრებათ და რა შედეგი მოსდევს ამ მოვალეობათა შეუსრულებლობას. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს გადაეცემათ მათი უფლება-მოვალეობების წერილობითი ნუსხა.
