საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 383. პიროვნების უფლებათა დაცვა ნიმუშის აღებისას
1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშის აღების მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდები და საშუალებები უსაფრთხო უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძლიერი ტკივილის შეგრძნების გამომწვევი სამედიცინო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, ხოლო თუ იგი 16 წლამდე ასაკისაა ან ფსიქიკურად ავადმყოფი ან ჭკუასუსტია, – მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით.
2. ნიმუშის აღებისას დაუშვებელია ადამიანის პიროვნების პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედებები.
3. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია პირის გაშიშვლებასთან, სპეციალისტი იმავე სქესის უნდა იყოს, რაც ის პირი, რომლისგანაც იღებენ ნიმუშს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
