1.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღმასრულებლის ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნის შესახებ. 1 1 . მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.
2.მსჯავრდებულის წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) განჩინებით (დადგენილებით) წყვეტს დაკისებული სასჯელის უფრო მკაცრი სახის სასჯელით შეცვლის საკითხს, ხოლო პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში, სასამართლო წყვეტს პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმების საკითხს და შეუძლია დაადგინოს, რომ აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი ან მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაიგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
3.მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განხილვა წარმოებს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4957 - სსმ I, №24, 02.07.2007წ., მუხ.220 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №211 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.127 თავი LXI განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტა




