არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 18. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
1. თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.
2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში.
3. თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, იგი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ ერთი თვით ადრე აცნობებს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
4. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სარეგისტრაციო ჟურნალში. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82
