საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 619. სასამართლო, რომელიც წყვეტს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის მიხედვით განიხილავს საქართველოს სასამართლო.
2. საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, საქმის მასალების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
