1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.(ამოღებულია).
3.ადვოკატურის შესახებ კანონის პროექტთან ერთად შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონის პროექტი ამ კოდექსის 84-ე მუხლსა და სხვა შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს დამცველის უფლებას – პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას, აგრეთვე დამცველის სხვა უფლებამოსილებების გაფართოებას.
4.1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ძებნილი ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ პროკურორის სანქციით გაცემული დადგენილება მისი აღსრულებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.
5.(ამოღებულია).
6.(ამოღებულია).
7.საკასაციო საჩივრები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში, მაგრამ არ განხილულა, საკასაციო წესით განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
8.საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შესული საზედამხედველო საჩივრები, რომლებზედაც არ არის დამთავრებული საზედამხედველო წარმოება, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას. სისხლის სამართლის საქმეებზე საზედამხედველო პროტესტები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში ან პლენუმში, აღარ განიხილება. საქმეები, რომლებზედაც შეტანილი იყო ეს საზედამხედველო პროტესტები, შეიძლება გადაისინჯოს ამ კოდექსით დადგენილი წესით მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი.
9.2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად წარიმართოს იმ სასამართლოში, რომლის განსჯადობაშიც ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე შედიოდა.
10.საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული საქმეები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
11.2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის საფუძველზე შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის გაუქმებამდე უზენაეს სასამართლოში ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით.
12.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ კოდექსის 548-549-ე, 552-555-ე, 557-558 და 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები იმ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი და „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის შუამდგომლობები. საჩივარი, რომელსაც თან დაერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობა, შეიტანება 546-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების სუბიექტების მიერ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
13.საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №1104 დადგენილება „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ ჩაითვალოს ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად.
14.2005 წლის 3 მაისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოებში განსახილველად შესული სისხლის სამართლის საქმეები (გარდა იმ საქმეებისა, რომლებზედაც სასამართლო გამოძიება დასრულებულია) გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. 2005 წლის 3 მაისის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული სასამართლოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრებას შესაბამის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.
15.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეთა და მსაჯულთა მიერ 2005 წლის 3 მაისამდე და მას შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში ამ კოდექსის 546-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.
16.ამ კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.
17.2007 წლის 1 იანვრიდან რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.
18.საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, დაასრულებს ამ საქმის განხილვას კანონით დადგენილი წესით. ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით და საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
19.საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2005 წლის 1 ნოემბრამდე შესული საკასაციო საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
20.ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.
21.ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილ საჩივრებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ამ მუხლის მე-20 ნაწილის ამოქმედების შემდეგ ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეებიდან ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
22.2009 წლის 1 სექტემბრამდე საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე გირაოს სახით შეტანილი, აგრეთვე ამ კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფულადი თანხები გადაირიცხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით მათი დანიშნულებისამებრ მიმართვის მიზნით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228 საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №707 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.153 საქართველოს 2001 წლის 13 თებერვლის კანონი №721 - სსმ I, №4, 28.02.2001 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135 საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №498 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.147 საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1648 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.221 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120
1. 1999 წლის 15 მაისისათვის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის სტადიაზე ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებსა და მათი მეშვეობით მიღებულ მტკიცებულებებსა და საპროცესო გადაწყვეტილებებს, ა გრეთვე ძებნილ ბრალდებულებზე მათი დაპატიმრების შესახებ 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პროკურორის სანქციით გაცემულ დადგენილებებს უნარჩუნდებათ კანონიერი ძალა. მათი გადასინჯვა ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას დარღვეული იყო ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი საპროცესო კანონი. 2. (ამოღებულია). 3. ადვოკატურის შესახებ კანონის პროექტთან ერთად შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონის პროექტი ამ კოდექსის 84-ე მუხლსა და სხვა შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს დამცველის უფლებას – პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას, აგრეთვე დამცველის სხვა უფლებამოსილებების გაფართოებას. 4. 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ძებნილი ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ პროკურორის სანქციით გაცემული დადგენილება მისი აღსრულებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში. 5. (ამოღებულია). 6. (ამოღებულია). 7. საკასაციო საჩივრები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში, მაგრამ არ განხილულა, საკასაციო წესით განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. 8. საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შესული საზედამხედველო საჩივრები, რომლებზედაც არ არის დამთავრებული საზედამხედველო წარმოება, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას. სისხლის სამართლის საქმეებზე საზედამხედველო პროტესტები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში ან პლენუმში, აღარ განიხილება. საქმეები, რომლებზედაც შეტანილი იყო ეს საზედამხედველო პროტესტები, შეიძლება გადაისინჯოს ამ კოდექსით დადგენილი წესით მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი. 9. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად წარიმართოს იმ სასამართლოში, რომლის განსჯადობაშიც ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე შედიოდა. 10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული საქმეები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. 11. 2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის საფუძველზე შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის გაუქმებამდე უზენაეს სასამართლოში ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით. 12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ კოდექსის 548-549-ე, 552-555-ე, 557-558 და 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები იმ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი და „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის შუამდგომლობები. საჩივარი, რომელსაც თან დაერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობა, შეიტანება 546-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების სუბიექტების მიერ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 13. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №1104 დადგენილება „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ ჩაითვალოს ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად. 14. 2005 წლის 3 მაისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოებში განსახილველად შესული სისხლის სამართლის საქმეები (გარდა იმ საქმეებისა, რომლებზედაც სასამართლო გამოძიება დასრულებულია) გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. 2005 წლის 3 მაისის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული სასამართლოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრებას შესაბამის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. 15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეთა და მსაჯულთა მიერ 2005 წლის 3 მაისამდე და მას შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში ამ კოდექსის 546-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით. 16. ამ კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები. 17. 2007 წლის 1 იანვრიდან რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით. 18. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, დაასრულებს ამ საქმის განხილვას კანონით დადგენილი წესით. ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით და საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე. 19. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2005 წლის 1 ნოემბრამდე შესული საკასაციო საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე. 20. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ. 21. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილ საჩივრებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ამ მუხლის მე-20 ნაწილის ამოქმედების შემდეგ ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეებიდან ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 22. 2009 წლის 1 სექტემბრამდე საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე გირაოს სახით შეტანილი, აგრეთვე ამ კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფულადი თანხები გადაირიცხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით მათი დანიშნულებისამებრ მიმართვის მიზნით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228 საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №707 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.153 საქართველოს 2001 წლის 13 თებერვლის კანონი №721 - სსმ I, №4, 28.02.2001 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135 საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №498 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.147 საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1648 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.221 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120
Изменения, которые прошла эта статья
The amendment clarifies that the jurisdiction of courts in the Autonomous Republic of Abkhazia prior to the full restoration of Georgian territorial integrity is determined by a separate law: 'On the Jurisdiction of Courts of the Autonomous Republic of Abkhazia until the Full Restoration of Georgia's Jurisdiction in the Autonomous Republic of Abkhazia.'
акт об изменении №33106Existing bail money and funds from seized assets as defined in Article 198 will be transferred to the accounts of the National Bureau of Enforcement for appropriate allocation.
акт об изменении №89656Modifies appeal procedures for less serious and serious crimes tried in district/city courts, allowing single-judge review of appeals filed before January 1, 2008.
акт об изменении №22438Provides transitional provisions for cases pending before the enactment of the new code.
акт об изменении №26092Repeals certain provisions related to transitional rules. Focuses on case transfer from Abkhazia.
акт об изменении №31054Addresses transitional rules for cases pending before the effective date of the code, including previously collected evidence.
акт об изменении №29152Cases initiated before June 1, 2006, with certain severity levels will have appeals heard by a single judge from the appellate court's criminal chamber.
акт об изменении №27448Provides transitional rules for cases in progress when the code takes effect, including continued jurisdiction for existing judges.
акт об изменении №26650A new section (section 13) is added to Article 680 explicitly recognizing the parliamentary resolution on the events of December-January 1991-92 as a newly discovered legal circumstance under Article 593.
акт об изменении №31024Updates legal references and effective dates related to transitional provisions.
акт об изменении №12046The deadline for applying the new code to existing criminal cases in investigation, preliminary inquiry, or court proceedings is extended from January 1, 2002, to October 1, 2006.
акт об изменении №15778A new sentence clarifies how cases previously handled by the Supervisory Chamber of the Supreme Court will be processed by the Criminal Affairs Chamber.
акт об изменении №15208A new clause (part 12) is added outlining the procedure for the Supreme Court's Criminal Cases Chamber to review appeals received before March 15, 2001, related to cases linked to the 1991-1992 civil unrest and parliamentary commission recommendations.
акт об изменении №1780The amendment reassigns jurisdiction over specific criminal cases (those previously handled by Tbilisi and Kutaisi regional courts) to the Criminal Cases Collegium of the Supreme Court, based on the date the case was initiated and the applicable criminal code at that time.
акт об изменении №15028Changing deadline from 'July' to 'June'.
акт об изменении №17032Article 681: Adjusts the effective dates of certain provisions within the Criminal Code.
акт об изменении №16990The deadline for applying the old rules to ongoing criminal cases is extended from February 15th to June 1st.
акт об изменении №16756A new sentence is added to the beginning of the eighth part of Article 680, transferring unresolved supervisory appeals from lower courts to the Supreme Court’s Supervisory Chamber for cases before May 15, 1999.
акт об изменении №16582Renumbering of sections and addition of new ones concerning case transfer. Moderate – affects court administration and jurisdiction.
акт об изменении №11710Significantly revises provisions related to transitional rules for the new code, removing several sections and consolidating others.
акт об изменении №11614Added a clarification about applying procedural decisions made before the effective date of this code, including arrest warrants issued by prosecutors.
акт об изменении №30106The date threshold for applying the new procedural rules to existing criminal cases is shifted from August 1, 1998, to January 20, 1999.
акт об изменении №31948Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.