„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 28. სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა
1. სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დროს დაცული უნდა იყოს ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნები. პირმა, რომელიც აპირებს ასეთი საქმიანობის განხორციელებას, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირის ვინაობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ამ კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების დასკვნის საფუძველზე აუკრძალოს პირს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, თუ მან შეტყობინებაში მიუთითა არასწორი მონაცემები და სამუშაოთა წარმოება ზიანს აყენებს გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას.
3. სასაზღვრო რეჟიმის დაცვის კონტროლს, აგრეთვე სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში დაშვებული საქმიანობების განსახორციელებლად ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (პირების) შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით შესაბამისი საშვის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222 საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
