„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 42. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლა
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უცხო სახელმწიფოს ატომურ, სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების გემს, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შემოსვლამდე 48 საათით ადრე დიპლომატიური არხებით შეატყობინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, სხვა ნიშნები, შემოსვლისა და გასვლის ადგილი და დრო. გავლის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 812 - სსმ I, № 39 , 25 .
12 .200 4 წ., მუხ. 191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი № 3152 - სსმ I, № 19 , 01 .
06 .200 6 წ., მუხ. 141 საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 616 - სსმ I, № 35 , 05 .
