Статья 15. პასუხისმგებლობა
ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად. დანართი I: სახიფათო ნარჩენის საინფორმაციო ფურცელი სახიფათო ნარჩენის კოდი .................... სახიფათო ნარჩენის დასახელება ............................ სახიფათო თვისებები კლასიფიკაციის სისტემა H კოდები საშიშროების კლასი ძირითადი: დამატებითი: პროცესი/საქმიანობა, რომლის შედეგად წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენები ფიზიკური თვისებები მყარი □ თხევადი □ ლექი □ აირი □ შენიშვნა ქიმიური თვისებები მჟავა □ ტუტე □ ორგანული □ არაორგანული □ ხსნადი □ უხსნადი □ შენიშვნა გამოსაყენებელი შეფუთვის ან კონტეინერის სახეობა .................... საშიშროების ნიშნები, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს შენახვის/ტრანსპორტირების დროს ............................ პირველადი დახმარება ....................................... ზომები საგანგებო სიტუაციის დროს ................................ საინფორმაციო ფურცლის შევსების ინსტრუქცია ნარჩენების ნუსხის მიხედვით, სახიფათო ნარჩენებად კლასიფიკაციისთანავე, ასეთი ნარჩენების წარმომქმნელმა უნდა მოამზადოს სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი. ეს ფურცელი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნარჩენების წარმოშობის, კლასიფიკაციისა და სახიფათო თვისებების შესახებ, ასევე, ინფორმაციას უსაფრთხოების ზომებისა და პირველადი დახმარების შესახებ ავარიის შემთხვევისთვის. სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშნების ნიმუშებს კონტეინერების/სატრანსპორტო საშუალებების მარკირებისთვის, რომლებიც შეიცავენ/გადაზიდავენ სახიფათო ნარჩენებს. სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი თან უნდა ახლდეს სახიფათო ნარჩენების ყოველ გადაზიდვას. სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ● სახიფათო ნარჩენის კოდი – მიუთითეთ სახიფათო ნარჩენის კოდი ნარჩენების ნუსხის მიხედვით, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს № 426 დადგენილების შესაბამისად; ● სახიფათო ნარჩენების დასახელება – მიუთითეთ სახიფათო ნარჩენების დასახელება ნარჩენების ნუსხის მიხედვით, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების შესაბამისად; ● სახიფათო ნარჩენების თვისებები – მიუთითეთ ინფორმაცია ძირითად და დამატებით სახიფათო თვისებებზე, რომლებიც გააჩნია ან შეიძლება გააჩნდეს ნარჩენებს. სახიფათო თვისებები ჩამოთვლილია ნარჩენების მართვის კოდექსის დანართ 3-ში. საშიშროების კლასები - ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების დანართ 5-ში. ● პროცესი/საქმიანობა, რომლის შედეგად წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენები – მოკლედ აღწერეთ პროცესი ან საქმიანობა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა სახიფათო ნარჩენები. ხაზი გაუსვით მასალებს, რომლებიდანაც რჩება ნარჩენები. ● ფიზიკური თვისებები – განსაზღვრეთ ნარჩენების ფიზიკური მდგომარეობა სათანადო სიტყვის მონიშვნით. თუ არსებობს დამატებითი რელევანტური ინფორმაცია ნარჩენების ფიზიკური თვისებების შესახებ, მიუთითეთ შენიშვნების გრაფაში. ● ქიმიური თვისებები – განსაზღვრეთ ნარჩენების ქიმიური თვისებები სათანადო სიტყვის მონიშვნით. თუ არსებობს დამატებითი რელევანტური ინფორმაცია ნარჩენების ქიმიური თვისებების შესახებ, მიუთითეთ შენიშვნების გრაფაში. ● გამოსაყენებელი შეფუთვის ან კონტეინერის სახეობა – თუ არის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა სახიფათო ნარჩენების შეფუთვის ან კონტეინერის შესახებ შენახვის ან ტრანსპორტირების დროს, მიუთითეთ შენიშვნების გრაფაში. ● საშიშროების ნიშნები, რომლებიც გამოიყენება შენახვის/ტრანსპორტირების დროს – განსაზღვრეთ საშიშროების ნიშნები, ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების დანართი 5-ის შესაბამისად, ნარჩენების სახიფათო თვისებების მიხედვით. ● პირველადი დახმარება – მიუთითეთ ინფორმაცია სპეციალური პირველადი დახმარების თაობაზე სახიფათო ნარჩენებით გამოწვეული დაზიანების დროს. ● ზომები საგანგებო სიტუაციის დროს – მიუთითეთ ინფორმაცია განსაკუთრებული ზომების შესახებ, რომლებიც უნდა იქნას მიღებული სახიფათო ნარჩენების დაღვრის, შეფუთვის დარღვევის ან სხვა ავარიული გამოთავისუფლების დროს. დანართი II: სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმა გამგზავნი კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ ტელეფონი მიმღები კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ ტელეფონი დატვირთვის ადგილი კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ ტელეფონი გადმოტვირთვის ადგილი კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ ტელეფონი გადამზიდველი №1 კომპანია საკონტაქტო პირი მისამართი/ტელეფონი: ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი: ტრაილერის რეგისტრაციის ნომერი: სარკინიგზო გადაზიდვა N: გადამზიდველი № 2 კომპანია საკონტაქტო პირი: მისამართი/ტელეფონი: ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი: ტრაილერის რეგისტრაციის ნომერი: სარკინიგზო გადაზიდვა N: ტრანსპორტირება 7. № 8. ნარჩენის კოდი 9. ნარჩენის დასახელება 10. ოდენობა (კგ) დადასტურება:
