Статья 1^0. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურების ხარისხი
1. მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი შეგროვების მომსახურების მიწოდება, რომელიც მისაღებია ნარჩენების წარმომქმნელებისთვის და მოახდენს დანაგვიანების პრევენციას ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილებში.
2. შეგროვების მომსახურება უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ისე, რომ შეეძლოს ეფექტიანი და საიმედო ფუნქციონირება მუნიციპალური მომსახურების არეალისთვის დამახასიათებელ ნებისმიერ პირობებში (მოსახლეობის განაწილება, რელიეფი, მეტეოროლოგიური პირობები და სხვ.).
3. შესაძლებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ნარჩენების შეგროვების სისტემაში გამოყენებული ტექნიკა და აღჭურვილობა უნდა იყოს სტანდარტიზებული და შეესაბამებოდეს შეგროვების ადგილების გეოგრაფიულ მახასიათებლებს.
4. მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვების სისტემის ეფექტიანობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა შეიმუშაონ ექსპლუატაციის პროგრამა შეგროვების ტექნიკისა და აღჭურვილობის რემონტისა და ჩანაცვლების საჭიროების განსაზღვრისათვის და უზრუნველყონ შესრულების მონიტორინგი.
