Статья 1^1. აღდგენადი მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება
1. ნარჩენების მართვის კოდექსის მე–16 მუხლის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მუნიციპალური ნარჩენების აღდგენადი და რეციკლირებადი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების დამოუკიდებელი სისტემის ეტაპობრივ შემოღებასა და ოპერირებას.
2.მუნიციპალური ნარჩენების აღდგენის ხელშეწყობის ან გაუმჯობესების მიზნით, სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენების კომპონენტები არ უნდა შეერიოს სხვა ნარჩენებს ან განსხვავებული მახასიათებლების მქონე მასალებს, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
3.მუნიციპალიტეტმა უნდა გაატაროს ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნარჩენების რეციკლირება და ამ მიზნით დანერგოს შერჩეული ნარჩენების კომპონენტების სეპარირებული შეგროვების სისტემა, რომელიც: ა) გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ტექნიკური, თვალსაზრისით განხორციელებადია; ბ) აკმაყოფილებს სეპარირებულად შეგროვებული მასალების შესაბამისი ბაზრებისთვის საჭირო ხარისხის სტანდარტებს.
4. ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში, ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შესაბამისად, სეპარირებული შეგროვება უნდა განხორციელდეს ქაღალდის, მეტალის, პლასტიკის, მინისა და სხვა ნარჩენებისათვის.
