საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 120. საგადასახადო შემოწმების აქტი
1. საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი (დასახლებული პუნქტის დასახელება); ბ) შემმოწმებელ პირთა ვინაობა და თანამდებობა; გ) შემოწმების ფორმალური საფუძველი (საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მისი მოადგილის ბრძანება ან სასამართლოს გადაწყვეტილება (თარიღი და ნომერი); დ) შემოწმების ვადა და პროგრამა; ე) შესამოწმებელი სუბიექტის ვინაობა (დასახელება), საიდენტიფიკაციო ნომერი, სასამართლო და საგადასახადო რეგისტრაციის თარიღები და ნომრები, სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში); ვ) შესამოწმებელი სუბიექტისათვის მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განმარტებითი ბარათის ჩაბარების ფაქტი (გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას); ზ) შესამოწმებელი სუბიექტის მხრიდან შემოწმების მონაწილე პირთა (დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი და სხვა) ვინაობა და თანამდებობა (გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას); თ) შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები და მათ დასაბუთება; ი) შემოწმების შედეგების შემოწმების პროგრამის თითოეული პუნქტის მიხედვით – გადასახადის გადამხდელის მიმართ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადის ოდენობა და ჯარიმების გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, აქტის დანართების შინაარსი; კ) ის საკითხები, რომელსაც არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელი (გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას); ლ) მთლიანად გადასახდელი ან მისაღები თანხა – ძირითადი ვალდებულება, ჯარიმა, საურავი.
