1.საგადასახადო ორგანოს უფროსი / მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებზე გადასახადების ან / და საგადასახადო სანქციების თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ .
2.გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს/ საგადასახადო აგენტს ეგზავნება „საგადასახადო მოთხოვნა“ გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანების, საგადასახადო სანქციების თანხის გადახდისა და გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის შესახებ.
3.საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების ასლი და „საგადასახადო მოთხოვნა“ ბარდება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს.
4.თუ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის მეწარმე ფიზიკური პირი ან საწარმოს/ორგანიზაციის თანამდებობის პირი ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება წარმოებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
5.საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით . ამასთან , საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება , თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „ საგადასახადო მოთხოვნის “ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადის ძირითადი თანხა . საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1355 - სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.127 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1858 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.258 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132

