საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 159. საბჭოს გადაწყვეტილება
1. საბჭო უფლებამოსილია დავის განხილვის საფუძველზე: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი; დ) საჩივარი განუხილველი დატოვოს.
2. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს ამ მუხლის პირველი ნაწილის უფლებამოსილებების გაერთიანების საფუძველზედაც . საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს : ა ) მისი მიღების დრო და ადგილი , მიმღებ პირთა ვინაობა , მომჩივნისა და საგადასახადო ორგანოს დასახელება , რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული , და დავის საგანი ; ბ ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებანი , მტკიცებულებანი , რომელთა საფუძველზედაც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა , ნორმატიული აქტები და მათი ნორმები , რომლებითაც ხელმძღვანელობდა იგი ; გ ) საბჭოს დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების , ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ; დ ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი .
3. საბჭოს წევრს ( როგორც გადაწყვეტილების მომხრეს , ისე მოწინააღმდეგეს ) უფლება აქვს , საბჭოს გადაწყვეტილებას დაურთოს განსხვავებული მოსაზრება .
4. საბჭო ვალდებულია , საბჭოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა , გაუგზავნოს ან პირადად ჩააბაროს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს .
