საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ: ა ) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია , მათ შორის , ხელახალი რეგისტრაციისას დღგ - ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილულ საქონლის არსებულ ნაშთზე ; ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე; გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა; დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი პირობის დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ: ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად; ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა.
3.დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
4.კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
5.დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, როცა გადასახდელი დღგ-ის თანხა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ფაქტობრივად ნაჩვენებ თანხას, ნამეტი თანხა განიხილება როგორც იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა ემატება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას.
6.ამ მუხლის მიხედვით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევაში, როცა ანგარიშ-ფაქტურაში ან დეკლარაციაში ნაჩვენები თანხა აღემატება გადასახდელ დღგ-ს, ნამეტი თანხით მცირდება იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა აკლდება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას.
7.ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებს) უფლება აქვთ, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება მოახდინონ არა უგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, რასაც ახლავს ან არ ახლავს ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფის (ფასის) ცვლილება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78
1. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ: ა ) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია , მათ შორის , ხელახალი რეგისტრაციისას დღგ - ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილულ საქონლის არსებულ ნაშთზე ; ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე; გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა; დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი პირობის დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ: ა) საგადასახადო ორგანოშიინსპექციაში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად; ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა. 3. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გამყიდველმა გამოწერა და დადგენილი წესით მყიდველს ჩააბარა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. 4. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 5. დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, როცა გადასახდელი დღგ-ის თანხა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ფაქტობრივად ნაჩვენებ თანხას, ნამეტი თანხა განიხილება როგორც იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა ემატება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას. 6. ამ მუხლის მიხედვით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევაში, როცა ანგარიშ-ფაქტურაში ან დეკლარაციაში ნაჩვენები თანხა აღემატება გადასახდელ დღგ-ს, ნამეტი თანხით მცირდება იმ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი დღგ, რომელშიც მოხდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღწერილი შემთხვევები, და ეს თანხა აკლდება ამ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გადასახდელ დღგ-ის თანხას. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებს) უფლება აქვთ, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება მოახდინონ არა უგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, რასაც ახლავს ან არ ახლავს ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფის (ფასის) ცვლილება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78
Изменения, которые прошла эта статья
Revises property tax exemptions based on household income and specifies certain categories of exempt properties.
акт об изменении №17458The clause now specifies that VAT invoices with incorrect amounts must be submitted to the tax authority or reflected in the VAT declaration.
акт об изменении №91828Article 228 is amended to specify that qualified energy companies adjust taxable operation amounts in December for changes in electricity quantities, even without tariff changes.
акт об изменении №20506Clarifies circumstances under which taxable transaction amounts can be adjusted.
акт об изменении №1336No change. The draft incorrectly states update to article 314 – this is inaccurate.
акт об изменении №26380Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.