1.საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით ამტკიცებს ინსტრუქციებს. ინსტრუქციის დებულებას, რომელიც არ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს, სამართლებრივი ძალა არა აქვს. 1 1 . ამ კოდექსის ცალკეული თავებისა და მუხლების გამოყენების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს ინსტრუქციებს. ასეთი ინსტრუქციების ან მათში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წინასწარ, გამოცემამდე არანაკლებ 1 თვით ადრე ქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
