1.ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას: ა) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას; ბ) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას; გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; დ) (ამოღებულია); ე) მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში; [ ე) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორის შერჩევას; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] ვ) საკონკურსო წინადადების განხილვა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევა; ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სახელმწიფო შესყიდვების თავისებურებათა გათვალისწინებით.
3.დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4.მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. [ 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკურ ოპერატორთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ ეკონომიკური ოპერატორი არის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სახელმწიფო შესყიდვების თავისებურებათა გათვალისწინებით.
3.დაუშვებელია, ეკონომიკურმა ოპერატორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად.
4.მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება ეკონომიკური ოპერატორის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ აღნიშნული შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.
6.ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.




