საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის
1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით მიმოწერის და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 1 1 . პირის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას, განცხადებას, საჩივარს ან სხვა დოკუმენტს/წერილს, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ „საგადასახადო მოთხოვნას“, ბრძანებას, შეტყობინებას ან სხვა დოკუმენტს/წერილს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ დოკუმენტს/წერილს.
2. გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის წერილობითი ფორმით გასაგზავნი ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ( გვარის , სახელისა და თანამდებობის მითითებით ) და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით ( თუ აქვს ბეჭედი ). ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი .
