საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 59. საგადასახადო ვალდებულების შესრულება
1. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება დადგენილ ვადაში გადასახადის თანხის გადახდა.
2. გადასახადის თანხის ან/და სანქციის თანხის საბანკო სისტემის საშუალებით გადახდისას გადასახადი ან/და სანქცია ბიუჯეტში გადახდილად ითვლება შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში.
3. საგადასახადო ვალდებულების შესრულება არის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება. საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად.
4. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების შესრულება შეიძლება დაეკისროს საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. 4 1 . გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით . ასეთ შემთხვევაში შესრულებული საგადასახადო ვალდებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება .
5. აკრძალულია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა ან მისი შესრულების წესის ცალმხრივად შეცვლა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობით.
6. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე პასუხს აგებს მთელი თავისი კუთვნილი ქონებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი გადასახადს იხდის საგადასახადო ორგანოს სალაროში, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ერთი სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს აღნიშნული თანხა შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერიცხება.
8. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით გადასახადების დადგენილ ვადაში გადახდის უზრუნველსაყოფად დეკლარაციებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების წარდგენისას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან.
9. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, გადაიანგარიშება ლარებში: ა) ოპერაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა ქვეყნებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
