საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 71. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება
1. თუ კონკრეტული გადასახადის ან / და სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადის ან / და სანქციის თანხას , გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო : ა ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს , სხვა ვალდებულ პირს ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ; ბ ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშებში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში .
2. თუ გადასახადებისა და სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამს , გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 თვისა გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს , სხვა ვალდებულ პირს უბრუნებს დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში .
