საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 252. დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება გრანტებით შეძენილ საქონელზე
1. გრანტის მიმღებ პირს, რომელიც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის, თუ მომსახურებისათვის გადახდილი დღგ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან ამ კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
2. დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან 3 თვეში. ამ კოდექსის 251-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნები გამოიყენება ამ მუხლის მიმართაც.
