საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 251. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება საანგარიშო პერიოდში დღგ - ის ჩასათვლელი თანხის დარიცხული დღგ - ის თანხაზე გადამეტების შემთხვევაში
1. საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქონლის ექსპორტისას ან/და ამ კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შეძენისას ან/და იმპორტისას, აგრეთვე ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-4 ჯგუფით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების წარმოებისათვის შეძენილ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გადამეტება დარიცხულ დღგ-ის თანხაზე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში, ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. დღგ-ის სხვა გადამხდელებს ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩაეთვლებათ დღგ-ის შემდგომი პერიოდების გადასახდელებში ან 3 თვის შემდეგ უბრუნდებათ ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის გადამხდელისათვის თანხის შეცდომით დაბრუნების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ამ თანხის დაბრუნება დღგ-ის გადახდევინების წესით. თუ საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ განხორციელდა უსაქონლო ოპერაციები ან ფიქტიური გარიგებები, მაშინ ამ ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მყიდველისათვის დღგ-ის ჩათვლა უქმდება. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
