1.„ საგადასახადო მოთხოვნა “ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი , რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს . „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით .
2.საგადასახადო ორგანო ვალდებულია , გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს „ საგადასახადო მოთხოვნა “, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი . წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება მხოლოდ ერთი „ საგადასახადო მოთხოვნა “.
3.საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „ საგადასახადო მოთხოვნას “ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში . „ საგადასახადო მოთხოვნის “ გამოცემის წესი , ფორმა და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .
4.„ საგადასახადო მოთხოვნის “ წარდგენის საფუძვლებია : ა ) იმ გადასახადების დარიცხვის ვალდებულება , რომელთა გაანგარიშებაც აკისრია საგადასახადო ორგანოს ; ბ ) გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების ( საგადასახადო სანქციების ან / და დამატებით დარიცხული გადასახადების ) დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ; გ) ამ კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
5.„საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) „საგადასახადო მოთხოვნის“ გაგზავნის (გადაცემის) თარიღი; გ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); დ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე ) მისი წარდგენის საფუძველი , საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა , რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის ან / და საგადასახადო სანქციის დარიცხვა ან რომელიც დაარღვია გადასახადის გადამხდელმა / საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა ; ვ) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი); ზ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების წესი); თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
6.„საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

