საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 217. დეკლარაციის წარდგენა
1. საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ: ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავლებიც არ იბეგრება საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან; ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთაც ფულადი სახსრები აქვთ ანგარიშზე უცხოეთში; გ) საქართველოს საწარმოები; დ) არარეზიდენტი ფიზიკური პირები და უცხოური საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და რომლებიც არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან; ე) ( ამოღებულია ).
2. ამ კარით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნებისათვის, ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის ცხრილის მე-13 სტრიქონში აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა, ამასთანავე, მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოონ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების გამოყენებით.
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. ამასთანავე, შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.
