1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან: ა) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) ; ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით; გ) კადრის მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით; დ) სამოქალაქო პირები−პირები, რომლებიც სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე ინიშნებიან ვაკანტურ საშტატო თანამდებობებზე ან მიიღებიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; ე) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) .
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
