სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Статья 54. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა
1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი სპეციალური წოდების ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს საკუთარი სურვილით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანხმობით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურში ყოფნის ვადა ზღვრული ასაკის ზევით არაუმეტეს 5 წლისა.
3. სამსახურში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს მოსამსახურის სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას.
