Статья 16
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებაში, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებაში, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი. არანორმატიულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტრუქტურულ ერთეულებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202 საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2834 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2947- სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.100 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4601 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.105 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4534 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5469 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.380 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1138- სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.35
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
