Статья 21. საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება
1. საჰაერო ხომალდები იყოფა სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ხომალდებად.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.
3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში.
4. საჰაერო ხომალდი არის ექსპერიმენტული, თუ იგი გამოიყენება საცდელი, ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევითი ფრენის შესრულების მიზნით. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. მუხლი 21 1 . უპილოტო საჰაერო სისტემა და ხომალდები 1. უპილოტო საჰაერო სისტემა არის უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ელემენტების ერთობლიობა.
2. უპილოტო საჰაერო ხომალდი არის საფრენი აპარატი, რომლის ბორტზე პილოტი არ იმყოფება.
3. უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 21 2 . ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი 1. ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნები.
2. სააგენტო ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის განაცხადის საფუძველზე ახორციელებს აღნიშნული მწარმოებლის იდენტიფიკაციასა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვას.
3. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება დეკლარაციის საფუძველზე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით.
4. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი აღირიცხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.
5. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიმართ მოთხოვნები და დეკლარაციის პირობები, ფრენის სახეობიდან გამომდინარე, განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. მუხლი 21 3 . საერთო დანიშნულების ავიაცია 1. საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია გულისხმობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, რომელსაც ფიზიკური ან იურიდიული პირი პირადი მიზნით ახორციელებს.
2. პირადი მიზნით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. მუხლი 21 4 . პარაპლანით ფრენის რეგულირება 1. პარაპლანით ფრენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.
2. პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებასა და გაუქმებას, პარაპლანის ვარგისობის დადგენას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საჰაერო კოდექსი
