1.საუწყებო დაქვემდებარების მიხედვით აეროდრომები და ვერტოდრომები იყოფა სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომებად და ვერტოდრომებად.
2.სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომებისა და ვერტოდრომების მიმართ ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ხდება საჰაერო სივრცის კლასიფიცირება და დგინდება შესაბამისი საჰაერო სივრცე და საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახეობა.
3.აეროპორტს/ვერტოდრომს საერთაშორისო აეროპორტის/ვერტოდრომის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
