Статья 40. აეროდრომის, ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის რეგისტრაცია და აღრიცხვა
1. სერტიფიცირებული აეროდრომების, სერტიფიცირებული ვერტოდრომებისა და რეგისტრირებული საფრენი მოედნების რეესტრს აწარმოებს სააგენტო.
2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციასა და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის, სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის სერტიფიცირების, რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს სააგენტო.
4. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. მუხლი 41. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არე 1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს სააგენტო შესაბამისი სერტიფიცირების პროცესში და ამის თაობაზე აცნობებს სათანადო მუნიციპალიტეტს.
2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
3. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში, აგრეთვე სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობის სიმაღლე და სხვა ობიექტის ექსპლუატაციის თავისებურებები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით.
4. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის შესაბამისი ნებართვა გაიცემა სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის − საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
6. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის, სხვა ობიექტის მშენებლობის, აგრეთვე ექსპლუატაციისა და გამოყენების შეზღუდვის წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. მუხლი 42. შენობა-ნაგებობის ნიშანდება 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ობიექტის საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის დაგეგმილი მშენებლობის/რეკონსტრუქციის განხორციელებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობებში.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საჰაერო კოდექსი
