Статья 6. ავიაციის გამოყენება საქართველში
1. საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად.
1. საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად.
Только для информации — не юридическая консультация.
2. საქართველოს ავიაცია გამოიყენება: ა) მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად; ბ) სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად; გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სანიტარიულ ღონისძიებათა განსახორციელებლად; დ) საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო საქმიანობისათვის; ე) ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოებისათვის; ვ) სასწავლო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო-სავაჭრო ღონისძიებების განსახორციელებლად და ტექნიკური შემოქმედების განსავითარებლად; ზ) იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; თ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად; ი) საპოლიციო და საბაჟო კონტროლის ამოცანებისათვის; კ) სხვაგვარი საქმიანობის და მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საჰაერო კოდექსი