1.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოურენოვან ავთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქართულ თარგმანში შესწორების შეტანასა და შესწორებული თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს თარგმნის ბიურო.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ გამოხატა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
4.საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
5.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას უნდა დაერთოს საერთაშორისო ხელშეკრულების უცხოენოვანი აუთენტური ტექსტი და მისი შესწორებული, ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანი. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73 საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5790 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4082 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

