1.ფიზიკური და იურიდიული პირები მონაწილეობენ წყლის დაცვის, რაციონალური და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფის საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან: ა) დაიცვან წყალი გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან; ბ) ხელი შეუწყონ ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს წყლის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში; გ) შეატყობინონ სათანადო ორგანოებს წყლის დაცვის კანონმდებლობის მათთვის ცნობილი დარღვევები.
3.ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ: ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან მიიღონ სრული, დროული და ობიექტური ინფორმაცია (სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გარდა) წყლის მდგომარეობის შესახებ; ბ) შესაბამის სასამართლოში აღძრან სარჩელი იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩათვლით) მიმართ,რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში; გ) ხელი შეუწყონ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას; დ) უშუალო მონაწილეობა მიიღონ წყლის დაცვის სამუშაოებში; ე) შეიტანონ წინადადებები წყლის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე. კარი II. ძირითადი ნაწილი თავი III. წყლის დაცვა



