Статья 31. წყალსარგებლობის სახეობები
Редакция №27 Сверено с действующей редакцией · 30 июн. 2023 г.
1. წყალსარგებლობა მოიცავს: ა) წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებას ან გადაგდებას, დაგუბებას, წყლის დონის ან დინების ხელოვნურ შეცვლას; ბ) წყლის ობიექტიდან ნივთიერებების ამოღებას ან მასში ნივთიერებების შეტანას და ნახმარი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას; გ) სხვადასხვა დანიშნულების იმ ნაგებობათა მშენებლობას და ექსპლუატაციას, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე; დ) მიწისქვეშა წყლების შესწავლას.
2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს წყალსარგებლობის სხვა სახეობებიც.
3. წყალსარგებლობა ხორციელდება საერთო და სპეციალური წყალსარგებლობის ფორმით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
წყლის შესახებ
