1.წყალმოსარგებლეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს წყლის ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით; ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის უკანონო მოქმედების გამო, რომელსაც მოჰყვა წყლის ობიექტის გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზიანის ასანაზღაურებლად; გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს მის უფლებებს წყალსარგებლობაზე.
2.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
3.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
4.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
5.წყალმოსარგებლის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს ან შეიზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით.
6.წყალმოსარგებლის უფლებები დაცულია კანონით და მისი ხელყოფის შემთხვევაში დარღვეული უფლება უნდა აღდგეს. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
