Статья 55. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების მიზნები
1. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების მიზანია: ა) საქართველოში წყლის ინდუსტრიის განვითარება;' ბ) წყლის სასაქონლო პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებით წარმოება; გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გარანტირებული დაცვა წყლის გამოყენებისა და წყლის სასაქონლო პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში; დ) სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და წყლით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში; ე) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების რეგულირების სფეროში.
2. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების მიზნით ხდება: ა) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიების დადგენა; ბ) წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ხარისხის კონტროლის, შესაფუთი მასალების კატეგორიების, ეტიკეტის გაფორმების წესებისა და წარმოების ტექნოლოგიური პირობების დადგენა; გ) წყლის საბადოსა და წარმოების ეკოლოგიური უსაფრთხოების შეფასება; დ) წყლის სასაქონლო პროდუქციის სახელმწიფო სერტიფიკაცია; ე) წყლის ხარისხის ნორმებისა და სახელმწიფო სტანდარტების დადგენა; ვ) წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო ლიცენზირება.
3. ამ თავით განსაზღვრული წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის წესები ვრცელდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წარმოებულ (ჩამოსხმულ) ყველა წყალზე, რომელიც იყიდება (უნდა გაიყიდოს) საქართველოს ტერიტორიაზე ან განსაზღვრულია საექსპორტოდ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
