Статья 3
1. კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.
2. „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედობა, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგე-ბლობა.
3. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან 4. „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
5. „ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება“ არის დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების საკუთრებაში მიღების ფორმის დოკუმენტური ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება წყაროს მითითებით. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
