უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი (გამოირიცხება ლტოლვილის სტატუსიდან), თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, თუმცა მის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ: ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით მსგავსი ქმედებისთვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად; ბ) მან საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
Статья 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა
Редакция №11 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г. Изменение этой статьи вступает в силу 1 сент. 2026 г.
Темы:Статус беженца

