Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საერთაშორისო დაცვის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში თავშესაფრის მაძიებელს აქვს მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება. ამ მოთხოვნას სამინისტრო აღნიშნული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს.
2.მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ან სხვა ადგილას დროებით განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლები და წესი; გ) მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვების (მათ შორის, იძულებით) და მის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლები და წესი.
3.თავშესაფრის მაძიებელი/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლის არსებობისას ვალდებულია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვება ხორციელდება იძულების ღონისძიებების გამოყენებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების გარეშე.
5.თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4138 - ვებგვერდი, 02.05.2024წ. თავი V საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პროცედურა
Изменения, которые прошла эта статья
A new article (25^1) has been added detailing the rights of asylum seekers to request accommodation in reception centers while their application is being processed and outlining related procedures/rules.
акт об изменении №6157570Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ