1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლები და წესი; გ) მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვების (მათ შორის, იძულებით) და მის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლები და წესი.
3.თავშესაფრის მაძიებელი/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი მიმღებ ცენტრს ტოვებს იძულების ღონისძიებების გამოყენებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების გარეშე.
5.თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს.
6.სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი განსახლდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი V საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პროცედურა
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ